logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: შალვა შავგულიძის ბოლო გადაწყვეტილება არაფერში არ ჯდება
- +

25 მარტი. 2019. 16:09

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები შეაფასა.

 

შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე შუალედურ არჩევნებში „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატია.

 

„მე ძალიან მიჭირს ბატონ შალვაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩემი კოლეგა იყო, გაცილებით ადრე ვიცნობდი. ის ერთ-ერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. მე, როგორც გამომძიებელმა, 2003 თუ 2004 წელს გავიცანი ის, როგორც ადვოკატი და ძალიან დიდი პატივისცემით (ვართ) ერთმანეთის მიმართ. თუმცა, მის ბოლო გადაწყვეტილება, მე მგონია, რბილად რომ ვთქვათ, არაფერში ჯდება.

 

როდესაც შალვა შავგულიძე გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე გამოჩნდა, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ შტოსთან გარიგდა თუ გაერთიანდა, მისგან ეს წარმოუდგენლად მიმაჩნდა და დამიტოვეთ უფლება, რომ არაფერი ვთქვა მეტი. მე მგონია, რომ ამ მიზეზების გამო ლადო კახაძის კონკურენტი ვერ იქნება ბატონი შალვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შალვა შავგულიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner