logo_geo
eng_logo
ბოტანიკურ ბაღში თბილისის სინათლის ფესტივალი მიმდინარეობს
- +

5 ივლისი. 2019. 22:43

 

 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ორდღიანი ფესტივალი დღეს, 19:00 საათიდან გაიხსნა და 01:00 საათამდე გაგრძელდება. საფესტივალო აქტივობები, ხვალ, 6 ივლისსაც ანალოგიურ დროს გაიმართება.

 

ფესტივალი თეატრალიზებული, ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა, ღონისძიების ფარგლებში, ბაღი სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით  გაფორმდა. ღონისძიებაზე სანახაობრივი, შთამბეჭდავი გარემო შექმნეს მოწვეულმა დიჯეიმ, ჟონგლიორებმა და აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტებით წარმოდგენილმა მუსიკოსებმა.

 

თბილისის სინათლის ფესტივალში მონაწილეობას ცნობილი კომპანიები იღებენ და დამთვალიერებელს საინტერესო სანახაობას სთავაზობენ. მათ შორის, სინათლით ხატვას, ჯადოსნურ ტყეს, მასშტაბურ „სინათლის შოუს“ და სხვა.

 

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და „ბოქს მედია გრუპი’’, ხოლო მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. 

 

თბილისის სინათლის ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდება და საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს. 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner