logo_geo
eng_logo
პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება
- +

27 აგვისტო. 2019. 23:07

 

 

პეკინის გამზირზე გამვლელის მიერ დაჭრილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება. ჟვანიას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმის მედეა რამიშვილის განცხადებით, ჭრილობა სახის არეში არის ღრმა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის და ბავშვი კონტაქტურია.

 

„ჩვენს კლინიკაში სასწრაფო დახმარებამ 3 წლის პაციენტი მოიყვანა, რომელსაც ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, - განაცხადა მედეა რამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner