logo_geo
eng_logo
სპექტაკლის პრემიერა - „ბახ, ბახ, მკვდარი ხარ!“
- +

11 ოქტომბერი. 2019. 16:37

 

 

10 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, ეროვნული სასახლის და სკოლა-სტუდია „ბერიკების“ ერთობლივი პროექტის, „STOP BULLYING“ - ის ფარგლებში გაიმართა სპექტაკლი „ბახ, ბახ, მკვდარი ხარ“ პრემიერა. ამერიკელი მწერლის უილიამ მასტროსიმონეს პიესის მიხედვით.

 

ბულინგი და ძალადობა არის თემა, რომელიც, აქტუალობიდან გამომდინარე, მსოფლიო განხილვის საგანი გახდა.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ძალადობის წინააღმდეგ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის მოადგილე ნინო შატბერაშვილი, ეროვნული სასახლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

 

სპექტაკლის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბავშვთა ფსიქოლოგმა ლანა სულხანიშვილმა. მან მოზარდებთან სასკოლო ყოფისა და, ზოგადად, ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრა, მათ შორის - ბულინგის ფორმებზე, მის დამახასიათებელ ქცევებსა და ამ პროცესის მონაწილეთა როლებზე.

 

სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებსა და მათ ხელმძღვანელს, რეჟისორსა, ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელს გოგი თოდაძეს. აღნიშნა თუ რამდენად დიდია ეროვნული სასახლის როლი ბავშვთა აღზრდის საქმეში, მათი სულიერი სამყაროს გალამაზებაში და განვითარებაში. რამდენად აუცილებელია მომავალი თაობა იყოს თავისუფალი, ლაღი, განათლებული და წარმატებული.

 

დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოზარდები, რომლებმაც ბულინგის პრობლემის შესახებ საკუთარი აზრი გამოხატეს და კონკრეტულ მაგალითებზე იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემა კი იყო: რა უწყობს ხელს სკოლებში ბულინგის გავრცელებას და როგორ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება.

 

ქალბატონმა ირინა აბულაძემ ასევე ისაუბრა, რომ საჭიროა კონსტრუქციული და შეთანხმებული (მშობელი, სკოლა, საზოგადოება) ქმედებები, ცნობიერების ასამაღლებლად.

 

შეხვედრის განმავლობაში, სტუმრებს და მშობლებს შესაძლებლობა მიეცათ ესაუბრათ ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბულინგის პრაქტიკულ შემთხვევებზე, ასევე, იმ ვალდებულებას თუ როლზე, რომლებიც მათ სასკოლო სივრცეში ბულინგის პრობლემის გადაწყვეტაში ეკისრებათ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner