logo_geo
eng_logo
ირაკლი აბუსერიძისა და ლევან დავითაშვილის ინიციატივით, მორიგი საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა
- +

25 მაისი. 2020. 16:43

 

 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ირაკლი აბუსერიძემ და  თბილისის საკრებულოს წევრმა ლევან დავითაშვილმა, ისნის რაიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათები და ჰიგიენური საშუალებები  გადასცეს.

 

დეპუტატების ინფორმაციით, სოციალური კამპანია სახელწოდებით -  „დარჩი სახლში სიცოცხლისთვის“, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული კამპანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებზე გავრცელდა და კამპანიის ფარგლებში დახმარება 500-მა ოჯახმა მიიღო.

 

„პანდემიის დროს მოქალაქეები განსაკუთრებით საჭიროებენ სახელმწიფოს ზრუნვას, მათი მხარდაჭერა კი  ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში კოლეგებთან და ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული სოციალურ კამპანიაში, მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს. 

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პრევენციისა და საზოგადოების მხარდაჭერის ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. ამ გამოწვევების დაძლევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავრობის მიერ გატარებულ დროულ და ეფექტურ ღონისძიებებს, ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმს, მედიკოსების დაუღალავ შრომასა და მოსახლეობის მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევაჩერეთ ვირუსის მასობრივი გავრცელება. ეტაპობრივად ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ვაგრძელებთ იმ სამუშაოებს, რომლებიც 2020 წლისთვის გვქონდა დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

 

სურსათის დარიგების პროცესში მონაწილეობა მიიღო  დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.

 

 


 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner