logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ ჩასასვლელად ვიზა აღარ დასჭირდებათ
- +

3 ივნისი. 2020. 15:32

 

 

საქართველოს საელჩო თურქეთში საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყანაში სამკურნალოდ ჩასულ მოქალაქეებს მიზნობრივი ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ.

 

 

„თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

საელჩო ასევე იმ წესებსაც აქვეყნებს, რომლებიც თურქეთში ჩასულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას:

 

 

პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

 

 

პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებგვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/  და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

 

 

ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი.

 

 

ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner