logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
- +

12 ივლისი. 2020. 10:57

 

 

 

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 857-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 219.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner