top_leaderboard
left_sabechdi

რიში სუნაკი აცხადებს, რომ შეშფოთებულია რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამბობს, რომ შეშფოთებულია რაფაჰზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

სუნაკის თქმით, ნებისმიერი შეტევითი ქმედება საფრთხეს უქმნის რაფაჰში მშვიდობიან მოსახლეობას.

„მე ეს პუნქტები არაერთხელ გავიმეორე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან საუბრისას“, – თქვა სუნაკმა

მანამდე, ისრაელის ავიაციამ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე იერიში განახორციელა.

სამიზნე ღაზის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე პერიმეტრი გახდა, კერძოდ კი, ალ-შუკას, აბუ ჰალავასა და ალ სალამის ტერიტორიები.

ასევე იხილეთ