logo_geo
eng_logo
ფოთში ქსელის დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულების და ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ წყლის მიწოდება აღდგება
- +

13 ივლისი. 2020. 19:32

 

 

ქალაქ ფოთში, მშენებარე კომპანიის მიერ  სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას წყლის ქსელი ავარიულად დაზიანდა. გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფემა დროულად უზრუნველყო დაზიანებული მილის დახშობა, რათა არ მომხდარიყო ქალაქის ქსელში ზედაპირული წყლის შეღწევა. 

 

მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით,  ქალაქის გარკვეული ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება შეეზღუდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ლაბორატორიული ანალიზების აღება და პარალელურად, ქსელის გარეცხვითი სამუშაოები. ლაბორატორიული დასკვნის და  შესაბამისი სამუშოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.

 

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner