logo_geo
eng_logo
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
- +

8 აგვისტო. 2020. 00:57

 

 

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

 

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო.  ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner