logo_geo
eng_logo
გიორგი ხოჯევანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
- +

8 აგვისტო. 2020. 20:42

 

 

პოლიტიკური გაერთიანება  ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  გიორგი ხოჯევანიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

გიორგი ხოჯევანიშვილმა შინდისში, გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ტატულაშვილისა და ძმებ გელა და გიორგი რომელაშვილების ოჯახები მოინახულა.

 

ეს არის უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს იყო ომი, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე იმკის, მათ შორის ბორდერიზაციის სახით.  ქვეყნის  20% დღემდე ოკუპირებულია, თუმცა ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკითა და განვითარების გზით აუცილებლად მივალთ სასურველ შედეგამდე, რადგან არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო“ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner