logo_geo
eng_logo
აგლაძის ქუჩის N34-ში ასფალტის დაზიანებული ფენა იხსნება
- +

13 აგვისტო. 2020. 13:42

 

 

დიდუბეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის N34-ში ასფალტის მოწესრიგება დაიწყო. კონტრაქტორი კომპანია ასფალტის დაზიანებულ საფარს ხსნის და 990 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი ფენა დაიგება. იგეგმება ასევე, ტროტუარისა და ბორდიურის მოწესრიგება. სამუშაოებისთვის 55 000 ლარამდე გამოიყოფა.

 

დიდუბის რაიონის გამგეობამ უკვე დაასრულა აგლაძის ქუჩის N34-ის პირველი კორპუსის კეთილმოწყობა, 1550 კვ.მ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა.

 

 



 

 

right_banner
არქივი
right_banner