logo_geo
eng_logo
მდინარეებსა და ტბებზე ელექტროშოკური აპარატის ამომცნობი დანადგარები დამონტაჟდება
- +

8 მარტი. 2016. 12:11



გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება. სპეციალური დანადგარები ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.


დანადგარი ქალაქ რუსთავის ცენტრალურ ტყე-პარკში არსებულ ტბაზე გამოსცადეს. მოწყობილობის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.


დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას. მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში მიიღებს ინფორმაციას, რაც დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირების საშუალებაა.


ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა.


დანადგარი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით გულბანმა და გიორგი კურტანიძემ შექმნეს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×