logo_geo
eng_logo
თბილისის აეროპორტის გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცეს
- +

14 ნოემბერი. 2017. 20:19



თბილისის აეროპორტის გაფრენის ტერმინალში თანამშრომლებს შესვლის უფლება მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნის შემდეგ გაფრენის ტერმინალში მგზავრებს შეუშვებენ.


რაც შეეხება მოფრენის ტერმინალს, იქ ჯერ კიდევ სამართალმცველები არიან მობილიზებული.


ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაცია განხორციელდა როგორც ახალი, ისე ძველი აეროპორტის ტერიტორიიდან.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაციასთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ „112"-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner