logo_geo
eng_logo
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში 17-18 ივნისს წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
- +

17 ივნისი. 2018. 10:29

 

17-18 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელ-ჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა, ქარის დროებითი გაძლიერება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, ღამის საათებში +16,+21 გრადუსი, დღისით +27,+32 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ღამით +15,+20 დღისით +30,+35 გრადუსი იქნება.

 

„თბილისში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +23, +25 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ღამით და დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი, დღისით +34 გრადუსი იქნება.

 

თელავში 16 ივნისის ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +25, +27 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +16, +18, დღისით კი +29, +36 გრადუსი იქნება.

 

ბათუმში 16 ივნისის, ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +22, +24 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20, +22, დღისით კი +27, +29 გრადუსი იქნება.

 

ქუთაისში 16 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +20,+22 გრადუსი იქნება. 17-18 ივნისს ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +18, დღისით კი +29, +31 გრადუსი იქნება.

 

ზუგდიდში 16 ივნისის ღამის საათებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +19,+21 გრადუსი იქნება. 17 ივნისს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, 18 ივნისს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით დღის მეორე ნახევარში. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში +17, +19, დღისით კი +28, +30 გრადუსი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner