logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სასტუმრო „ლეოგრანდმა“ ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს
- +

16 აგვისტო. 2018. 15:45

 

სასტუმრო „ველმონდმა“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა უნდა შეაჩეროს - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

უწყების ინფორმაციით, დარღვევების გამოსასწორებლად სასტუმროს საკმარისი დრო ჰქონდა.

 

სასტუმროს ადმინისტრაციას ჰქონდა ყველანაირი ვადა იმისთვის, რომ არათუ გამოესწორებინა კონკრეტული დარღვევები, არამედ ამ მიმართულებითსამუშაოების წარმოება მაინც დაეწყო. შესაბამისად, მოგვმართონ წერილით, განვიხილავთ, ეს სამომავლოდ სასაუბრო თემაა. ამ ეტაპისთვის ჩვენიგადაწყვეტილება არის, რომ სასტუმრომ ექსპლუატაცია უნდა შეაჩეროს და ხვალ, 18:00 საათზე საქმიანობა შეაჩეროს. ჩვენი პოზიცია უცვლელია. ეს ეყრდნობასასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner