logo_geo
eng_logo
პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემთან, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს კავშირი გაწყდა
- +

17 აგვისტო. 2018. 21:34

 

„პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Pantelena IMO 9321469, რომელიც ნავთობის ტრანსპორტირებას  ახდენდა და მის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, 14 აგვისტოს კავშირი გაწყდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით.

 

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner