logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: ეს არის კვლევა, რომლის მეშვეობითაც ვიგებთ განწყობებს მოსახლეობაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით
- +

15 თებერვალი. 2019. 20:03

 

 

ანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე სასამართლო რეფორმების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს აფასებს.

 

ეს არის პრეცედენტი, პირველი და ერთადერთი კვლევა, რომელიც გვაქვს და რომლის მეშვეობითაც ვიგებთ განწყობებს მოსახლეობაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. იმ თვალსაზრისით, რომ იუსტიციის სამინისტრო უკვეთს მსგავს კვლევას და აინტერესებს მოსახლეობის განწყობები და უკუკავშირი, ორმხრივი კომუნიკაცია ხდება, - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

 

 

ანალიტიკოსის თქმით, რესპონდენტების მხოლოდ 2% ასახელებს მთავრობისთვის პრიორიტეტად სასამართლო სისტემას.

 

 

რაც შეეხება უშუალოდ მონაცემებს, 41% მიიჩნევს, რომ სასამართლო ყველა ადამიანს თანასწორად ექცევა. 51% კი დადებითად აფასებს იმას, რომ სასამართლო სისტემა და მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საინტერესოა ის, რომ როდესაც რესპონდენტებს ეკითხებოდნენ, რას ასახელებენ პრიორიტეტად მთავრობისთვის პირველ რიგში, რესპონდენტების მხოლოდ 2% ასახელებს პრიორიტეტად სასამართლო სისტემას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, თუკი ეს მიმართულება არ არის აქტუალური, ის არ წარმოადგენს პრობლემას. ეს რომ ყოფილიყო პრობლემა, განსაკუთრებით ისეთი, როგორადაც ოპოზიცია, არასამთავრობოებისა და მედიის ნაწილი გვიხატავს, მაშინ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს შორის სამეულში აღმოჩნდებოდა და რაკი არის მეთერთმეტე პოზიციაზეა, ეს ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს მიმართ რაღაც აპოკალიპსური განწყობა და მოლოდინი არ არსებობს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად განსხვავდება არასამთავრობოების, პოლიტიკოსებისა და მედიის ნაწილისა და მოსახლეობის შეფასებები და განწყობები“, - აცხადებს ველერიან გორგილაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner