logo_geo
eng_logo
თემქაზე მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევაა
- +

19 მარტი. 2019. 15:48

 

 

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ თემქაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

„სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა თემქაზე მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი. შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

 

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი მეზობლების სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×