logo_geo
eng_logo
ცივი იარაღის გაყიდვისას, შსს-სთვის მყიდველის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო გახდება
- +

21 მაისი. 2019. 14:04

 

 

ცივი იარაღის გაყიდვის ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს ან ინდმეწარმეებს მყიდველის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად აღრიცხვა და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შს-სთვის წარდგენა დაევალება. ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი, რომლითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება. საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ცივი იარაღის ვაჭრობის უფლება ექნება იურიდიულ პირს და ინდივიდუალურ მეწარმეს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ასევე სააღრიცხვო დოკუმენტაციის შენახვა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე. ამასთან ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული იქნება ცივი იარაღის მყიდველის შესახებ ინფორმაცია აღრიცხოს ელექტრონულად და საინფორმაციო ბაზაში განსათავსებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარუდგინოს.

 

გარდა ამისა, ლიცენზიის მქონე პირმა სავაჭრო ობიექტში, თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს არასრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვის ამკრძალავი საინფორმაციო ბანერი.

 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა განსახილველად. ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 აგვისტოა განსაზღვრული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×