logo_geo
eng_logo
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს „ოქროს დიდ პრიზზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
- +

25 ნოემბერი. 2016. 04:04



საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში 24 ნოემბერს დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის „ოქროს დიდ პრიზზე" თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


მძიმე წონაში გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, მანამდე კი ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ (74) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რევაზიშვილი (61) და დავით მარსაგიშვილი (86) გახდნენ.













 

Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner