logo_geo
eng_logo
სოფელ გრაკლში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

9 ივნისი. 2020. 11:57

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გრაკალში  საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება აღსაზრდელთა ერთ ჯგუფზე შენდება,  აღიჭურვება  საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით, ასევე  უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალური გათბობით, ვენტილაციის სისტემით, წყალმომარაგებითა და სახანძრო სიგნალიზაციით.  გამწვანდება საბავშვო ბაღის ეზო და  საბავშვო მოედანზე მოეწყობა გასართობი საშუალებები.

 

ბაღის  მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან არსებული დღემდე ნაქირავებ შენობაშია განთავსებული და  პირობები დღევანდელ მოთხოვნებს სრულად ვერ აკმაყოფილებს. მუნიციპალიტეტის მერიამ  სოფელში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

 

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხარისხი 2“ ახორციელებს, რომელზეც 474 896 ლარი დაიხარჯება.

 

„მუნიციპალიტეტისთვის სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია. ახალი საბავშვო ბაღები შენდება სოფელ იგოეთსა და სადგურ მეტეხის დასახლებაშიც“,  - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა სამშენებლო სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner