logo_geo
eng_logo
ოკაცეს კანიონი გაიხსნა
- +

20 მარტი. 2019. 12:25

 

ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ.

 

განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

 

მსოფლიოში არსებული ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×