logo_geo
eng_logo
ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის ორი მკვიდრი გაათავისუფლეს
- +

11 ივნისი. 2016. 15:22


ოსმა ძალოვნებმა ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ვახტანგ მჭედლიშვილი და სოფელ ფლავისმანში მცხოვრები გიორგი სოხატერი გაათავისუფლეს.


ორივე მათგანი 9 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს.


ჯარიმის, 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა მჭედლიშვილი და სოხატერი ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner