logo_geo
eng_logo
ბესო ჩუბინიძე: ნუ გეშინია! მე შენთან ვარ, ჯანსაღო საქართველო! და მე თქვენით ვარ ბევრი... არ ვარ მარტო!
- +

2 თებერვალი. 2018. 11:25



ამ წუთას მოვრჩი „პრაიმშოუს" ყურებას (თემა - ბედნიერი ერი), სხვათა შორის სტუმრად მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩაწერამდე ერთი დღით ადრე შემატყობინეს, რომ ამ ჯერზე შეიცვალა ჩემი სტუმრობა. ეგ არაფერი, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რასაც იქაც ვიტყოდი, რომ ვმჯდარიყავი სტუდიაში:


- ადამიანებო! არ გეგონოთ, რომ მართლა ყველაფერი ისე რთულად და ცუდადაა, როგორც ეს „ინტელექტით სავსე" „განათლებული ადამიანები" საუბრობენ და ხატავენ ხოლმე დალაგებული, მაღალფარდოვანი და ბრტყელ-ბრტყელი, უბრალო ადამიანებისთვის გაუგებარი სიტყვებით, - არა! ეს მათ უნდათ, რომ თქვენ დაგაჯერონ, რომ ქართველები ქურდები, ბოზები, ერთმანეთის გამყიდველები, ნაგავი ერი ვართ. ეს მათ უნდათ, რომ მსოფლიოს ასეთებად დაანახონ საქართველო, ეს მათ უნდათ, რომ ნარკომანია და პედერასტობა, ბარიგობა და სხვა მსგავსი ავადმყოფობა მასობრივად ერის არსებულ პრობლემად დაგვანახონ! არა! ადამიანებო, დაიჯერეთ, რომ ეს მხოლოდ ტელეეთერით მოლაყბე საზოგადოებაა, რომელსაც რეალური ურთიერთობა არ აქვს საქართველოს ქართველობასთან, სოფელთან, გლეხთან, ახალგაზრდობასთან, ბავშვებთან... რომლებიც არიან უბრალონი, მოტივირებულნი, ცოდნაზე და განვითარებაზე ორიენტირებულნი და სულ ცალ კიდურზე ჰკიდიათ - ნარკოტიკები, პედერასტიზმი, პლანი-შმანი, კაიფი და სხვა ათასი სტიმულატორი საკუთარი კაიფის დასაჭერად!


ის, ვინც საქართველოდან გმოძღვრავს ამ ყველაფრის უბრალოებაზე, დანაშაულს ჩადის თქვენს წინაშე, ის, ვინც უცხოეთიდან გმოძღვრავს, რომ ყველაზე საშინელი ერი ვართ - ყველაზე მყრალ ქვაბში თავად ზის, იქ, საიდანაც გვმოძღვრავს და იქიდან დანახულს გველაპარაკება! ესენი არ გიცნობენ თქვენ, ადამიანებო! მათ არ იციან, რომ ჩვენი შვილები სწავლობენ, დადიან სკოლაში, ცურვაზე, კალათბურთზე, ცეკვის სტუდიაში, თეატრალურ დასებში, ცეკვავენ ქორეოგრაფიულ ანსამბლებში, ვოკალურ სტუდიებში, ეუფლებიან ქართულ ხალხურ საკრავებს და რეალურად ქართულ იდეალებს ემსახურებიან!


მათ თქვენთან შეხებაც კი არ აქვთ, ისინი თქვენ არ გიცნობენ, მათ თქვენი გაგონებაც კი არ უნდათ და მათ თქვენი ეშინიათ, და მხოლოდ ამიტომ ხედავთ თქვენ, ერო, მათ მხოლოდ ტელევიზორების ეკრანიდან და არა ცოცხლად, რეალში, ტეტ ა ტეტ, პირისპირ, რადგან რეალობა ხართ თქვენ, ჯანსაღო თაობავ, რომელთანაც მე, თითქმის ყოველკვირეულად მთელ საქართველოში, ყველა სოფლის, დაბის, ქალაქის და კუთხის მასშტაბით მაქვს შეხება, მე ყოველდღე გხვდებით და გხედავთ, გესაუბრებით, გუშინ რომ კასპში ვიყავი, დღეს ქარელში, გუშინწინ ხაშურში, იმის წინ ყვარელში, ხვალ ქუთაისში, ზეგ ბათუმში, მაზეგ მესტიაში, იმის მერე ონში, მერე ცაგერში და ასეა ყოველთვის... მაგრამ მე არ მაქვს არც მსგავსი პროფილის გადაცემა, არც მსგავსი ტელეეთერი, რომ თქვენსა და რეალურ საქართველოს შორის ისევ ხიდად ვიყო გადებული და ყველას დავანახო, რომ თქვენ ხართ ჯანსაღი საქართველოს ჯანსაღი თაობა და არა ის 1000 ავადმყოფი-ნარკომანი, 10 ბარიგა ანუ მკვლელი, რომლებსაც ხანდახან ერის სახედაც წარმოგვიჩენენ და რომლებსაც რეალურად დახმარება ესაჭიროებათ კლინიკაში და არა ციხეებში ჩაყრა!


არ შეგეშინდეთ, ქართველებო, როცა ტელევიზიის სხვადასხვა გადაცემების ეთერში მჭევრმეტყველ, კარგი სიტყვათა მარაგის მქონე, განათლებული „ხალხის" მოძღვრებებს მოუსმენთ... მათ მხოლოდ თავიანთი გარკვეული წრის გარშემო საქართველო ჰყავთ, მე კი - მთელი საქართველო, რომლებსაც არც ტელევიზიით გაჩვენებენ, არც გადაცემებით და არც თქვენს სიბევრეს უსვამენ ხაზს... ნუ გეშინია! მე შენთან ვარ, ჯანსაღო საქართველო! და მე თქვენით ვარ ბევრი... არ ვარ მარტო!!!


ბესო ჩუბინიძე

 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner