logo_geo
eng_logo
კეკე გელაძე-ჯუღაშვილისა სააკაშვილის განცხადებას კატეგორიულად უარყოფს!
- +

12 თებერვალი. 2018. 22:36



(პამფლეტი)


სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „შეხვედრა წარსულთან" ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებით დაინტერესდა, თეფში დაატრიალა და ერთგვარი კვლევაც ჩაატარა - სტალინის დედის, ეკატერინე (კეკე) გელაძე-ჯუღაშვილის სული გამოიძახა. სანამ ქალბატონ კეკეს კომენტარს შემოგთავაზებთ, მოდით, მიხეილ სააკაშვილის წერილს შემოგთავაზებთ, რომელიც „ფეისბიკის" საკუთარ გვერდზე გამოაშანშალა:


„მეგობრებთან ერთად კინოში ფილმ „სტალინის სიკვდილს" ვუყურეთ. ძალიან მაგარი ფილმია. ჩემი დიდი ბებია თამარი მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმების მხრიდან დაჭერას, გამოიყვანა ის მამის, მდიდარი მეწარმის სახლიდან, სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის სამაგიერო ქონების კონფისკაციით და მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ინგლისური ენის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამამისთან, კავკასიის პარტიულ მაღალჩინოსანთან ერთად ხშირად სტუმრობდა სტალინს მისი სიცოცხლის ბოლო წლებში და ყველაფერი, რასაც ის მიყვებოდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ფილმშია მოთხრობილი".


- ქალბატონო კეკე, დიდი ბოდიში, სააკაშვილის ბოდვების გამო რომ გაწუხებთ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილს მისი ბოდვებისა მაინც სჯერა. იქნებ აგვიხსნათ, რომელ ჟანდარმებზე და დაჭერაზე ლაპარაკობს ოდესის ყოფილი გუბერნატორი?


- სტყუის, შვილებო, სტყუის, როგორც ყოველთვის, მე ჩემი სოსო ძალიან დიდ გაჭირვებაში გავზარდე, მაგრამ საიმოსო არაფერი ჰქონდა, რომ სააკაშვილის დიდ ბებიას, ვინმე თამარას გადაერჩინა. მე არ ვიცნობდი არავითარ თამარას, ახლა გადავხედე მის ბიოგრაფიას, ექიმი ყოფილა და თანაც 1990 წელს წამოსულა სააქაოში. აბა, დაუკვირდით, როცა ჩემი სოსო ლენინის ძმაკაცი გახდა, ეგ გოგო მაშინ ბავშვი იქნებოდა.

 

- ხომ შეიძლება, სოსო ბავშვსაც გადაერჩინა?


- არ დაიჯეროთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი იძახის, თითქოს მაგისმა ბებიამ სოსო მისივე მდიდარი მამის სახლიდან გამოიყვანა. ეგ ბოდვებია, რა უნდოდა სოსოს მდიდარი კაცის სახლში, ან რაში სჭირდებოდა იქიდან გამოყვანა? ჩემ შვილზე ბევრ ისეთ რამეებს ლაპარაკობენ, რაც დასაჯერი არ არი. ჰმ... თან მერე სიკეთე ისე გადაუხადა, რომ მისი ძმა და მამა დახვრიტაო. სოსოს არავინ დაუხვრეტია!


- როგორ არ დაუხვრეტია, სია გამოგიგზავნოთ?


- არ მჭირდება არავითარი სია... სოსო მკვდარია, ათეული წლები გავიდა, მაგრამ ქართველები ერთმანეთს მაინც ერჩით. აი, რას დაწანწალებს სააკაშვილი, რა უნდა, რად ვერ დამდგარა? არა, ვერ დგება, ისევ ძალაუფლების წყურვილი ახრჩობს!

 

- მაგაში გეთანხმებით, რომ ქართველები ერთმანეთს სტალინის გარდაცვალების შემდეგაც ვჭამთ.


- სააქაოს ისეთი ამბები მოდის, დაუჯერებელი... აბა, ვინმე წარმოიდგენდა, რომ გერმანიას დედაკაცი ჩაუდგებოდა სათავეში და რუსეთს ჭკუაზე დაარიგებდა, უკრაინას თავი დაანებეო? ჰი, ჰი, ჰი... აბა, ეს ნორმალურია? გერმანია ეუბნება რუსეთს, უკრაინას და საქართველოს თავი დაანებეო!


- ქალბატონო კეკე, დრონი მეფობენ.


- თქვენ რომ უქნარები იყოთ, დრო რა შუაშია? დამასვენეთ და დაასვენეთ ჩემი სოსოც, იმან გუთნიანი რუსეთი ატომის რუსეთად აქცია და გაპარტახებული საქართველოც შეაკოწიწა, თქვენ რა გააკეთეთ? მაგ ბედოვლათმა მიხომ რა გააკეთა? ხომ გაანახევრა ისევ თქვენი ქვეყანა?

 

- ძნელია, შეგედავოთ.

 

- ვერც სოსოს შეედავებით!


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner