logo_geo
eng_logo
ნიკიტა ხრუშჩოვი: ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ?!
- +

12 ივლისი. 2016. 13:03



ამერიკის საელჩოში მიღების დროს, აშშ-ის ელჩმა სიამაყით დაიტრაბახა, რომ შტატ ალაბამაში მათ ჰყავთ ჯადოქარი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს. მიღებაზე მყოფმა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა აუღელვებლად უპასუხა, რომ სსრკ-ში არის შესანიშნავი სპორტსმენი, რომელიც სირბილით თვითმფრინავსაც კი უსწრებს. როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვმა ამის შესახებ გაიგო, თავის კაბინეტში დაიბარა მოლოტოვი. - ენას რატომ ატლიკინებთ, მიხაილოვიჩ?! რომ მოგვთხოვონ ამ სპორტსმენის წარდგენა, რა გავაკეთოთ?! - ჩვენ მათ მოვთხოვთ, ჯერ თავისი ჯადოქარი წარმოგვიდგინონ. - და თუ წარმოგვიდგინეს? - მაშინ ჩვენ შემოწმებას მოვითხოვთ, მაგალითისთვის სტალინის გაცოცხლებას. - ჩავთვალოთ, გააცოცხლა, მერე? - მერე ის, რომ, ამხანაგო ნიკიტა, შენ თვითმფრინავს კი არა, რაკეტას გაასწრებ!


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×