logo_geo
eng_logo
„ირანის ხელში საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა“ - სტალინი ქართველების შესახებ
- +

9 თებერვალი. 2019. 14:21

 

სტალინი ქართველების შესახებ - ნიკო ბერძენიშვილის მოგონება

 

„როდესაც ოთახში შევედით, ჩვენი წიგნი მაგიდაზე ედო და ფურცლავდა. გულთბილი მისალმების შემდეგ გვითხრა - თქვენს წიგნზე შენიშვნები მაქვს. ორი ძირითადი შენიშვნა. სრულყოფილი არ არის საწყისი თავი. მეტი გაბედულება და გარკვეულობაა საჭირო. ქართველთა ნათესაობა-წარმოშობის შესახებ წინა აზიის უძველეს ხალხებთან, ურარტუელებთან. ბერძნები გვიან მოვიდნენ, ეგვიპტელები მათ „რაზბოინიკებს“ უწოდებდნენ. ყველაფერი ეს შესასწავლია. მეტი გაბედულებაა საჭირო. ზედმეტი პიეტეტი გჭირთ ევროპელთა მოსაზრებების მიმართ. სომხები გვიან მოვიდნენ, ურარტუ დაიკავეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეუერთდნენ. ირანის ხელში საქართველოს ფერეიდნელობა ელოდა, ოსმალეთის ხელში - გათურქება. რუსეთი მართალია ბოროტება იყო, მაგრამ იმ ისტორიულ პირობებში - უმცირესი ბოროტება.

 

ქართველი უფრო მეტის შემცველია, ვიდრე ეს ჩვენ მიგვაჩნია, უფრო ფართო, ვიდრე ქართ-ზანურ-სვანური. ეს ცნება უნდა გაფართოვდეს როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, აგრეთვე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისითაც.“

 

ეს საუბარი შედგა 1945 წლის 20 ოქტომბერს, მაცესტის აგარაკზე.

 

ნაწყვეტი წიგნიდან „საქართველოს ისტორიის განხილვა“ (ავტორები: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი). საუბარია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოზე, რომელზეც ასევე მუშაობდა ივანე ჯავახიშვილიც, თუმცა არ დასცალდა.

 

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=4887

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×