logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: „პიზამ“ მოახერხა და გადაიმტერა სომეხი, ქართველი და საერთოდ, ყველა ეროვნების ქურდი
- +

22 იანვარი. 2020. 16:51

 

„აფხაზმა ქურდებმა დანარჩენ სამყაროს ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შესთავაზეს“, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჟურნალ „თბილისელებთან“  ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ბოლო წლებში აფხაზეთში ძალიან გაძლიერდა ნაციონალური კრიმინალი. საერთოდ, საბჭოთა სივრცეში კრიმინალს ეროვნება არ ჰქონდა. არც პოსტსაბჭოთა სივრცეში შეცვლილა მაინცდამაინც ვითარება. ამ მხრივ, აფხაზმა ქურდებმა დანარჩენ სამყაროს ერთგვარი „ნოუ ჰაუ“ შესთავაზეს. იქ ჩამოყალიბდა ე.წ. ნაციონალური კრიმინალი და მის სათავეში მოექცა „კანონიერი ქურდი“ სახელად „პიზა“. ეს „პიზა“ ქმნიდა ამ ნაციონალური კრიმინალის სტრუქტურას. 2-3 წლის წინათ ის 300-კაციანი რაზმით თავს დაესხა გალში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომელიც ინახადა ე.წ. ობშიაკს და წაართვა. ამაში ჩაერია მთელი კრიმინალური სამყარო მადრიდიდან ვიდრე სტამბოლამდე და ბოლოს და ბოლოს, ნებაყოფლობით გადაეცა „პიზას“ ეს „ობშიაკი“. მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი ის იყო, რომ აფხაზეთში მხოლოლ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები უნდა ყოფილიყვნენ.

 

ძალიან ძლიერია კრიმინალურ სამყაროში სოხუმელი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის გავლენა, ის დღეს აფხაზეთში არ ცხოვრობს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიტუაცია ვერ შეიცვალა. „პიზამ“ მოახერხა და გადაიმტერა სომეხი, ქართველი და საერთოდ, ყველა ეროვნების ქურდი. მას აფხაზეთიდან არ გაესვლებოდა და არც გადიოდა, მაგრამ თვითონ აფხაზეთში ასეთმა ნაბიჯებმა ავტორიტეტი მოუპოვა არა მხოლოდ უბრალო ხალხში, არამედ ხელისუფლებაშიც და ნელ-ნელა „პიზამ“ სახელისუფლებო სტრუქტურების კონტროლი დაიწყო“, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner