logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება!
- +

9 აგვისტო. 2020. 01:31

 

 

ქართველი ოკუპაციას არასდროს შეეგუება და ნებისმიერ ომში შევა, რომ მას ეროვნული თავმოყვარეობა არ შეელახოს, მაგრამ პრაგმატულად, რაციონალურად. ბრძოლა უნდა მოვიგოთ მშვიდობით - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს არის მთავარი ბერკეტი, რომლითაც ქვეყანამ ეს ომი უნდა მოიგოს. „დეოკუპაცია უნდა მოახდინოს და როდესაც დეოკუპაციის სამშვიდობო პოლიტიკაზე ერთხმად ჩვენ და დასავლელი მეგობრები ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ამ სწორ გზაზე რაციონალურად, განვითარებით და მშვიდად სიარული მოგვიტანს შედეგს. ამ გზით ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. ჩვენს აფხაზ და ოს დებს უნდა ვუთხრათ, რომ განვითარება და მშვიდობა არის ერთადერთი გზა მათთან ურთიერთობისა და დარწმუნებული ვარ, ჩემი, თქვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და შვილები იცხოვრებენ გაერთიანებულ საქართველოში, სადაც დეოკუპაციის პრობლემა აღარ იქნება და ერთიანი საქართველო იქნება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და წევრი. ეს არის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner