logo_geo
eng_logo
მიხეილ ცაგარელი: სააკაშვილი ფრთხილად უნდა იყოს, მისთვის უმძიმესი წელი დგება
- +

31 დეკემბერი. 2016. 11:06


 



ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „რეზონანსთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისი თქმით, 2017 წელს სააკაშვილის გუნდს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს და და დასძენს, რომ ყოფილი პრეზიდენტისთვის რთული წელი იქნება.


„ამაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ გუნდში, რომელიც ნელ-ნელა იშლება, აზრთა დაპირსიპირება ყოველთვის მოსალოდნელია, მითუმეტეს თუ ეს ხდება ცვლილებების ფონზე. ამიტომ ეს გაგრძელდება მომავალ წელსაც, რის შედეგადაც „ნაციონალებში" გამოიკვეთება ვინ არის საშინაო და საგარეო ლიდერი და მოხდება ახალი ჯგუფების, შიდა ფრაქციების ჩამოყალიბება. ეს აუცილებელიც არის, რადგან ეს გუნდი დამარცხდა არჩევნებში და მას ტრანსფორმაცია სჭირდება.

 

სააკაშვილის გუნდს გამარჯვების ნაკლები შანსები აქვს. მისთვის საერთოდ უმძიმესი წელიწადი მოდის და უნდა იყოს ძალიან ფრთხილად - შეცდომების დაშვების ალბათობა ძალიან მაღალია. მათი წარმატების შანსი მინუმუმდეა დაყვანილი. წარმატების შესაძლებლობა უფრო მეორე მხარეს გადაიხრება", - ამბობს მიხეილ ცაგარელი.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner