logo_geo
eng_logo
ნიკა რურუა: გიგი უგულავასთვისაც მაქვს ეს შეთვლილი...
- +

6 იანვარი. 2017. 21:58



„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს. რურუას განცხადებით,  პროცესები რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, პარტიას ასუსტებს, ხოლო ამ ყველაფრის საწყისი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებული ღია წერილია.


„გიგი უგულავასთვისაც მაქვს ეს შეთვლილი, რომ არ ვთვლიდი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს არც დროულად და არც საჭიროდ. არ ვეთანხმები მის შინაარსს და პათოსს. ეს იყო უდროო და ამან არაჯანსაღი პროცესი დაიწყო, რომელიც ამჟამად ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს. ეს წერილი ემსახურებოდა ერთ რამეს, პარტიისა და სააკაშვილის ერთმანეთთან დაშორებას. ამან გამოიწვია უკურეაქცია და ის პროცესები, რომელიც პარტიას არ აძლიერებს",- განაცხადა რურუამ.


 

right_banner
არქივი
right_banner