logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ეს უბრალოდ სამარცხვინოა...
- +

12 აგვისტო. 2017. 18:52


თბილისის მერიაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში. როგორც ნარმანიამ განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, მერიაში დასაქმებული ადამიანები გაცილებით ნაკლებს იღებენ შრომის ანაზღაურებისა და დანამატების სახით, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.

 

„ნაციონალური მოძრაობისა" და მისი სატელიტური ორგანიზაციების კრიტიკა არც თვითონ სჯერათ და საზოგადოებას მით უმეტეს არ სჯერა. რეალურად, ჩვენ თბილისის მერიაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენს პირობებში მერიაში დასაქმებული ადამიანები გაცილებით ნაკლებს იღებენ შრომის ანაზღაურებისა და დანამატების სახით, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ პრემიებისა და დანამატების ფონდი. მხოლოდ 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 22 მილიონი ლარით დავზოგეთ ადმინისტრაციული ხარჯები. ასე რომ, განცხადებები მმართველობითი ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით არის სრული დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სხვათა შორის, ჩვენ შევისწავლეთ მერიის ხარჯები წინა ხელისუფლების დროს და შემიძლია დავასახელო კონკრეტული გვარები, რომლებიც ქალაქის მმართველობაში იყვნენ - მაგალითად ახვლედიანი, აბესაძე, უგრეხელიძე და ა.შ., რომლებსაც ხუთი, შვიდი და ათი ათასი ლარი აქვთ მიღებული  წინასაახალწლო პრემიების სახით. ეს მაშინ, როდესაც რაიმე განსაკუთრებული ნამოღვაწარი მათი მხრიდან ჩვენ არ დაგვრჩენია. როცა ასეთი ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ თბილისის მერიაში დიდია ხელფასები და დანამატები, მათი მხრიდან ეს უბრალოდ სამარცხვინოა. ჯობია ჯერ საკუთარ გულებში ჩაიხედონ და შემდეგ გააკეთონ ასეთი განცხადებები - თუმცა, როგორც ჩანს, მათ ნამუსის ნატამალიც არ აქვთ შერჩენილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
Livestream
right_banner right_banner
არქივი
right_banner