logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე...
- +

29 ოქტომბერი. 2017. 21:53


„მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე, ღამე გვიანობამდე ვმუშაობდი და დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, რომ დრო არ დაგვეკარგა", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თავისი 3-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

 

„ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ძალიან დატვირთული პერიოდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთების პერიოდი და ასევე, უამრავი გამოწვევებით სავსე პერიოდი. ჩემი მმართველობის დროს დაემთხვა, სამწუხაროდ, თბილისის სტიქია, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი და რესურსი წაგვართვა. ამ პერიოდში ჩვენ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა მოვახერხეთ ის, რომ ბევრი კარგი საქმე გაგვეკეთებინა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, 12 ახალი ბაღი აგვეშენებინა, 143 ახალი ავტობუსი შემოგვეყვანა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გაგვეკეთებინა და ძალიან ბევრი ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც დღეს სახეზეა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მომავალში კიდევ უფრო მეტად და აქტიურად გამოჩნდება", - განაცხადა ნარმანიამ.


მისი თქმით, 3-წელი ისედაც მოკლე პერიოდი იყო იმ უამრავი დაპირების შესასრულებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გასცა, მაგრამ დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.


„მე შემიძლია, მხოლოდ ორი, სამი რამ გამოვყო, რომელიც რესურსების სიმწირიდან გამომდინარე ვერ მოვასწარი, თუმცა ინიცირებული მაინც არის. მათ შორის, არის ახალგაზრდული ცენტრის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს დავპირდი და მისი მშენებლობა ვერ მოვახერხე. თუმცა პროექტი მზად არის, ტერიტორია გამოყოფილია და ეს პროექტი მაინც გაკეთდება", - განაცხადა ნარმანიამ.


მან მომავალ მერს წარმატებები უსურვა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner