logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ოპოზიციის განცხადება არასწორია!
- +

27 დეკემბერი. 2017. 22:27



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი ეკონომიკის" წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება აქვთ, ხოლო ბიძინა გეგიძის ფრაქციაში, „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის" არიან ადამიანები, რომლებსაც იგივე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთად ბრძოლის გამოცდილება აქვთ. ნაცვლიშვილის განცხადებით, გარკვეული თვალსაზრისით, ამ ბრძოლამ, მათ შორის, ღირებულებითი ერთობა შექმნა და ეს ადამიანები ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდა. მისივე თქმით, ორი ახალი ფრაქცია არა მხოლოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით, არამედ იქიდან გამომდინარე შეიქმნა, რომ უმრავლესობაში 116 წევრია და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დეპუტატი მაქსიმალურად ჩაერთოს.

 

„ეს არის პარლამენტის ბიუჯეტი. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტს თავიდანვე დამტკიცებული ბიუჯეტი აქვს, თანხების გამოყოფა სწორედ ამ ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება. რაც შეეხება მივლინებებს, მივლინებების ბიუჯეტი ისედაც არსებობს, ხოლო თუ საუბარია ავტომობილებსა და საწვავზე, რა თქმა უნდა, ეს ხარჯები იქნება.

 

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უმრავლესობა ფრაქციებად ჩაიშალოს და ფრაქციების სამუშაო ფორმატში დეპუტატებმა აზრის ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა შეძლონ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.




 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner