logo_geo
eng_logo
„პრობლემური სესხის მქონე მოქალაქეს უნდა განემარტოს, რომ მის მიმართ შესაძლოა, სასარჩელო წარმოება დაიწყოს“
- +

18 იანვარი. 2018. 10:17

 

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თამარ ქალდანის განცხადებით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მიკროსაფინასო ორგანიზაციებისა და ბანკებისთვის სანქციებიც დაუკისრებიათ იმის გამო, რომ მათ სესხის ამოღების დროს, ასევე სხვა პარტნიორულ ურთიერთობაში ჩართული ამა თუ იმ კომპანიის არაეთიკური ქცევისგან მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ვერ უზრუნველყვეს. ამის შესახებ ქალდანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას ისაუბრა.


„სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისი რეკვიზიტები უნდა ახლდეს. ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება თავისთავად არ შეიძლება და მოქალაქე შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ. ადამიანებს უნდა განუმარტონ, რომ მათ მიმართ, შესაძლოა, სასარჩელო წარმოება და სხვა პროცედურები დაიწყოს, მაგრამ ფაქტის კონსტანტირება, რომ თითქოს, მას უკვე გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა და ხვალ აღმასრულებელი მიადგება, რა თქმა უნდა, მინიმუმ, სწორი არ არის. სამართლებრივ შეფასებაზე არაფერს ვიტყვი", - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა.


თამარ ქალდანმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანიების კორპორატიული ინტერესია, ბაზარზე კონკურენტულ გარემოში კანონმდებლობის, პრინციპებისა და ღირებულებების დაცვით იმოქმედონ. შესაბამისად, პროცესში ჩართული ყველა უწყება კომპანიებთან კონსულტაციების რეჟიმში თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ დარღვევებზე თვალს არავინ დახუჭავს.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მოქალაქეებს მოუწოდა, საკუთარი ინტერესების დასაცავად გააქტიურდნენ, რითაც ისინი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა მოქალაქეების ინტერესებსაც დაიცავენ.










 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner