logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მაშინ ამას ნაციონალები „სოროსის ფონდს“ ეძახდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფინანსები იყო!
- +

27 აპრილი. 2016. 01:46


უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" ე.წ. ბოტანიკური ბაღის სკანდალთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.


მეჭიაურის თქმით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ადრე თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიჰყდა. როგორც გაირკვა, 4 ჰექტარის გარდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ივანიშვილს კიდევ 10 ჰექტარი მიჰყიდა, თუმცა ეს ტერიტორიები არ იყო განაშენიანებული.


რაც შეეხება ნიკა მელიასა და „ნაციონალების" განცხადებებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ნაწილი უკანონოდ მიითვისა, მეჭიაურის განცხადებით საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, აღნიშნული 4 ჰექტარი გაანაშენიანა და ახლა ბაღს ისეთ ტერიტორიაზე გადაუცვალა, რომელიც ბოტანიკურ ბაღს არ სჭირდება და ქვა- ღორღია.


„დარწმუნებული ვარ რომ არაერთი სკანდალი გველის წინ. ჯერ ერთი ხიდან დაიწყო, და ახლა უფრო ფართო თემებზე გადავიდა. ნუ, „ნაციონალური მოძრაობისგან" რომ არ იყოს ეს თემა შემოგდებული, შეიძლება დაფიქრებულიყო კაცი მართლა რაღაცასთან ხომ არ გვაქვს საქმე.

 

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბიძინა ივანშვილი უკანონო რამეს არ ჩაიდენა, მით უმეტეს როდესაც კაცი აქამდე სუფთა რეპუტაციით მოდის. არასოდეს არ დავუფინანსებივარ და ჩემი ქონება მთლიანად ჯიბეში მიდევს, საოცარია ის, რომ ვისაც ივანიშვილი ამდენი წელი აფინანსებდა, ისინი მანიპულირებენ ამ თემებით.

 

საქმე რაშია, „ნაციონალური მოძრაობის" დროს ბიძინა ივანიშვილისთვის მიუყიდიათ მიწა. შემდეგ მას გაუშენიანებია, ახლა ბოტანიკური ბაღის ის ნაწილი, რომელიც არ არის განაშენიანებული და არაფერში არ იყნებენ, ბიძინა ივანიშვილმა მოვლილ და განაშენიანებულ ადგილში გაცვალა.

მაგის გარდა კიდევ 10 ჰექტარია, როდესაც ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობისგან" იყიდა, როდესაც აფინანსებდა და „კარგი ბიძია" იყო. მაშინ „სოროსის ფონდს" ეძახდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფინანსები იყო.

 

მაშინ სოროსის ფონდის დანამატს ეძახდნენ „ნაციონალები." ესეიგი იმ პერიოდში, როდესაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილი მიჰყიდეს, ეს ნორმალური იყო და ახლა, როდესაც უკვე გაანაშენიანა და უკან დაუბრუნა და ქვა-ღორღან ტერიტორიაზე გაუცვალა, ახლა ედავებიან?"- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×