logo_geo
eng_logo
მირზა სუბელიანი: თუ მტკიცებულებების გაყალბებაზე არის შეკითხვები, გამოძიებას ამომწურავ პასუხს გავცემ
- +

4 ივნისი. 2018. 02:32

 

 

მირზა სუბელიანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს კალანდიების ოჯახში იმყოფებოდა. ამის შესახებ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი „პირველ არხთან“ საუბრობს.

 

მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ბრალდებას მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ უპასუხებს და აცხადებს, რომ ეს გამოძიების პრეროგატივაა.

 

„ამ შეკითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. შესაბამისად, გამოძიება მიდის და თუ რამე კითხვის ნიშნები იარსებებს ჩემს მიმართ, მზად ვარ პასუხი გავცე. ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც საკუთარი თავის დაცვას დავიწყებ, მე დასაცავი არაფერი მაქვს.

 

ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და ამ მიმართულებით ამომწურავ პასუხს მე გავცემ გამოძიებას. ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი კალანდიების ოჯახში. მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე შვილი და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტებს, მტკიცებულების განადგურებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი ამჟამად დაპატიმრებულია, ზის, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული და ეს არის ჩემი კომენტარი. დანარჩენი, გამოძიების დეტალებში, მოარულ ჭორებში რა და როგორ ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner