logo_geo
eng_logo
„კუპრავამ „მამალი“ ტყუილი დაახეთქა, როცა...“ - ზვიად კუპრავას სიცრუის კორიანტელი
- +

13 ივნისი. 2018. 10:51

 

 

„ზვიად კუპრავამ აქციების დროს ტრიბუნიდან სიცრუის კორიანტელი დააყენა. შეიძლება ითქვას, რომ ცრუპენტელობაში მან თვით სააკიანსაც კი „გადაუჯოკრა“, რომელიც 2008 წლის იანვარში უსინდისოდ გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მერიაში შეკრებილ დევნილებს ჰპირდებოდა - მომავალ ამ დროს ცოტა უფრო სხვა კლიმატურ პირობებში სოხუმში იქნებითო!“ - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიაში წერს.

 

„ზვიად კუპრავამ მოიტყუა, როცა თქვა - სუს-ის მაღალჩინოსანი, თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი მოვიდა ჩემთან და გამაფრთხილა, რომ პროვოკაციების მოწყობას გეგმავენო! როგორც აღმოჩნდა, ხიდაშელის ძმას სუს-ში არასოდეს უმუშავია.

 

ზვიად კუპრავამ უსინდისოდ მოიტყუა, როცა ერთი ამბავი ატეხა - არიქა, ზაზა სარალიძე სუს-მა მომტაცაო და აღმოჩნდა, რომ შვილმოკლული მამა თურმე იქვე ბავშვობის მეგობარს ელაპარაკებოდა!

 

ზვიად კუპრავამ მოიტყუა, როცა მიტინგზე გამოაცხადა - სუს-ი წყლითა და საკვებით დატვირთულ მანქანას აქციაზე არ უშვებსო! ეს რომ თქვა, თავისი „სიმართლის“ დასამტკიცებლად მან რაღაც ნომერზე დარეკა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სატელეფონო ნომერი ბუნებაში არ არსებობდა და ფიქტიური იყო!

 

ზვიად კუპრავამ „მამალი“ ტყუილი დაახეთქა, როცა მომიტინგეებს აუწყა - მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად საქართველო დატოვაო!“ - ნათქვამია „ასავალ-დასავალის“ სტატიაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×