logo_geo
eng_logo
„შევეგუე, რომ მამა ფიზიკურად აღარ არის ჩემ გვერდით, თორემ მუდამ ჩემშია...“ - გოგი დოლიძის შვილი მამის შესახებ
- +

1 ივლისი. 2018. 00:47

 

მომღერალ გოგი დოლიძის ვაჟი ლევან დოლიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მამას იხსენებს.

 

„მშობლებსა და ბებია-ბაბუასთან ერთად ვიზრდებოდი. მათი წყალობით ჩემ გარშემო მუდამ სითბო, სიყვარული და ბევრი მუსიკა იყო. გოგი ძალიან კარგი მამა იყო. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ორივეს მუსიკაც გვიყვარდა და სპორტიც. საკუთარ თავს ყოველთვის ბოლო ადგილზე აყენებდა, პირველზე მე და დანარჩენებს. მისი მეგობრები ისეთ ისტორიებს იხსენებენ ხოლმე მამაზე, რომ გული მითბება, მხრებში ვიშლები და ამაყი ვხდები.

 

მახვილგონივრული იუმორი ჰქონდა. ამითაც ვგავართ. სახელი მან დამარქვა. ლევანჩოს მეძახდა, ლომი ხარო, მეტყოდა ხოლმე. საოცრად ყურადღებიანი იყო. ცუდი მჭამელი ვიყავი, თუ არ ვჭამდი, რაღაცას დამპირდებოდა და აუცილებლად ამისრულებდა დანაპირებს. სწავლის გამო შენიშვნებს მაძლევდა, თუმცა ქებასაც არ არიდებდა თავს, როდესაც ვიმსახურებდი.

 

მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. 42 წლის იყო. მახსოვს, სკოლაში მომაკითხა დეიდაშვილმა და თავისთან წამიყვანა. იმ ღამეს იქ დავრჩი, მეორე დღეს დედა მოვიდა და საშინელი ამბავი მითხრა. მას შემდეგ შევეგუე, რომ მამა ფიზიკურად აღარ არის ჩემ გვერდით, თორემ მუდამ ჩემშია...

 

გოგის ვიდეოს ყურებას სხვა ადამიანის თანდასწრებით, რაც უნდა ახლობელი იყოს, ვერიდები. ასეთ დროს პირად სივრცეში ყოფნა მირჩევნია“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×