logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: გუნდის წევრებთან მაქვს კითხვა, როგორ მოახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა, ასეთ დონეზე მივიყვანეთ?!
- +

20 ნოემბერი. 2018. 23:56

 

„მთავარი ძალა არის ხალხი, ხალხი ნაწყენია, მაგრამ არა გაბრაზებული“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მას ერთი კითხვა აქვს თავის გუნდის წევრებთან, როგორ მოახერხეს, რომ მაქსიმალური ნდობა ასეთ დონემდე მიიყვანეს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარის თქმით, მან იცის, სად არის ამ ვითარების გამოსწორების რესურსი.

 

„რა თქმა უნდა ექნებათ მცდელობა. კიდევ ერთხელ ვარწმუნებ საზოგადოებას, არ აქვთ არავითარი რესურსი, არც ქუჩის რესურსი აქვთ, 8 000 ან 10 000 კაცს აგროვებენ. მთავარი ძალა არის ხალხი. ხალხი ნაწყენია, მაგრამ არა გაბრაზებული, ხალხი არ არის ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერ იტანს. არ არის ეს დამოკიდებულება, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისთვის აუტანელია. ხალხს ჰქონდა ძალიან ჯანმრთელი რეაქცია, არ მოიქცნენ ისე და აჩვენეს ხასიათი, ხალხი ნაწყენია და საფუძვლიანადაც. აქ ჩავდექი მე და დავასწარი, მადლობა ღმერთს, ადრე შემოვბრუნდი, თორემ ახლა ჩემს შემობრუნებას ფასი არ ექნებოდა.

 

როგორც ხალხმა იგრძნო, მე ხალხის ნაწილად მიმაჩნია ჩემი თავი და ენერგიაც აქედან მაქვს, ეს არის ჩემი რესურსი და არა სხვა. ფინანსებზე და სხვა რამეზე მიანიშნებენ, მაგრამ ხალხის ნდობაა რესურსი. მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი, ეს გამოჩნდა კარგად, როდესაც მე მოვბრუნდი მაისში, თუმცა ეს პროცესი უფრო ადრე, თითქმის წელიწადით ადრე დაიწყო. შიდა პრობლემები იყო, რასაც კიდევ მაისამდე მიყვანა დასჭირდა, ამით დავამტკიცე, რომ ეს ვიგრძენი და დავინახე, ისე როგორც ხალხმა. ნახეთ, როგორი მგრძნობიარეა ხალხი, რა კარგად დაინახეს ეს ყველაფერი, ახლაც ხედავენ და ნახავთ ამ არჩევნებში, რომ ყველაფერი სწორად აქვთ დანახული.

 

სამწუხაროდ, ამ ძალადობისა და სიცრუის მანქანის მიერ დაზიანებული საზოგადოების ნაწილიც დიდია, ესეც ჩვენი ბრალია. არავის არ გაუჩნდეს ეიფორია, როგორ აკეთებს ამას საზოგადოება, ან როგორ ახერხებს „ნაციონალური მოძრაობა,“ როგორ ახერხებს „ქართული ოცნება“. მხოლოდ ერთი კითხვაა და ამას ვუსვამ გუნდის წევრებს: როგორ მოახერხეთ, რომ ასეთი მაქსიმალური ნდობა, ასეთ დონეზე მივიყვანეთ. ვიცი, სად არის რესურსი, სად უნდა გამოვასწოროთ. ვარწმუნებ საზოგადოებას და გარწმუნებთ თქვენც, რომ რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ამ არჩევნებში, ვერ მოხდება, მცდელობა, რომ რამდენიმეპროცენტიანი სხვაობა მათ ქუჩაში გამოიტანონ, რა თქმა უნდათ, ექნებათ, მზაობაც დიდია, მაგრამ…“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×