logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: ზურაბიშვილი შეიძლება ქართველი ხალხის უპირობო ლიდერი გახდეს
- +

9 დეკემბერი. 2018. 01:43

 

 

„ძალიან დიდი შანსია, პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელების როლი შეასრულოს, რაც ჩემი აზრით, მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის ეროვნულ ამოცანებს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ატეხილი კინკლაობა“, - ამის შესახებ მხატვარმა შოთა გლურჯიძემ „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„არჩვენების პირველ და მეორე ტურზე ძალიან დუალისტური დამოკიდებულემა მაქვს. დადებითია ის, რომ არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა. მეორე ტურში „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ცდილობდა, ხალხისთვის საკუთარი თავი გაეხსენებინა და ეთქვა, რომ არჩევნები მანაც მოიგო. ჩვენ ძალიან მძიმე ბრძოლაში სახალხო პრეზიდენტი მივიღეთ. ეს რაც შეეხებოდა დადებით მხარეს. უარყოფითი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფრიდან არანაირი დასკვნები არ იქნა გამოტანილი. ვფიქრობ, ქალბატონი სალომე აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა იქნება. იგი დამოუკიდებელი ადამიანია, ძნელად შეიძლება ვინმემ საკუთარ დღის დღისწესრიგზე გადაიყვანოს. იმედია, კონსტიტუციის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი დღის წესრიგის განმსაზღვრელი იქნება, ზღვარს არ გადავა და როგორც ევროპელი ადამიანი, წესებს დაიცავს.

 

ამ გარემოებაში ძალიან დიდი შანსია, პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ხალხს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელების როლი შეასრულოს, რაც ჩემი აზრით, მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის ეროვნულ ამოცანებს, ვიდრე „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ატეხილი კინკლაობა. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობით შესაძლებელია სხვა დღის წესრიგი გაჩნდეს, შეიქმნას ხალხის ოცნებებისა და სურვილების გამხმოვანებელი მესამე ცენტრი. ჩვენ, ქართველი ხალხი ცალკე უნდა განვიხილოთ, თუ ქალბატონი სალომე შეძლებს, ხალხს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს.

 

ზურაბიშვილი შეიძლება ქართველი ხალხის უპირობო ლიდერი გახდეს. თუ სწორად მოიქცევა, მას ამის შანსი აქვს. მისი პირველი ნაბიჯი ძალიან მომეწონა, როცა გამარჯვების შემდეგ საპატრიარქოში უწმინდესს შეხვდა და თქვა: ახლა ვიგრძენი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვარო. ეს ძალიან სიმბოლური, სწორი გზავნილი იყო. მას სწორად აქვს აღქმული, რა უნდა ხალხს. ქართველი ხალხის სურვილებისა და მისწრაფების გამომხატველი ჩვენი სამოციქულო ეკლესია მუდამ იყო, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის ფაქტიც, რომ მან ადმინისტრაციის უფროსად აირჩია ადამიანი, რომელიც ქართულ ეკლესიასთან კავშირშია, ძალიან მახარებს. ანუ, ზურაბიშვილმა არჩევანი ამ ჭინკა ლიბერალების წრიდან არ გააკეთა. ლაშა ჟვანიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არ მგონია, პატრიარქის გვერდით ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხისთვის მიუღებელი იქნება“, - განაცხადა შოთა გლურჯიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×