logo_geo
eng_logo
მამა ალექსანდრე: რესპუბლიკელებს არც ეკლესია მოსწონთ და არც პატრიარქი
- +

2 მაისი. 2019. 10:59

 

მამა ალექსანდრე გალდავა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა. 

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მამა ალექსანდრემ განაცხადა, რომ მათ აქვთ უფლება, ილაპარაკონ ის, რაც სურთ, რადგან რესპუბლიკელებს არც ეკლესია მოსწონთ და არც პატრიარქი.

 

„ეტყობა, რესპუბლიკელები არიან სწორედ იმ ვიღაცების რიცხვში, რომელთაც არ მოსწონთ ქრისტიანობა. არ მოსწონთ ეკლესია და, რასაკვირველია, არ მოსწონთ პატრიარქი. მათ აქვთ ამის უფლება, ილაპარაკონ ის, რაც უნდათ. უბრალოდ, ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია, შეაფასოს რესპუბლიკელების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, და ეს ყველაფერი აისახოს მათ რეიტინგზე არჩევნებზე“, - განაცხადა მამა ალექსანდრემ.

 

მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე, რომლის მიმართაც სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა, იმის მანიშნებელია, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და ის ვიღაცებს არ მოსწონთ.

 

„მშვენიერი ეპისტოლე იყო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა პატრიარქმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ნამდვილად არის და ვხედავთ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არის. ვიღაცას ნამდვილად არ მოეწონა ეს ეპისტოლე. და ძალიან კარგი, თუ არ მოეწონა. რადგან გათვლილი იყო იმაზე, რომ ვიღაცებს არ უნდა მოსწონებოდათ. ასეა ზოგადად ქრისტიანობა, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს. ვიღაცა არის ქრისტეს მიმდევარი, ვიღაცა კიდევ - ბარაბას მიმდევარი“, - აღნიშნა მამა ალექსანდრემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×