logo_geo
eng_logo
საფრანგეთიდან ჩამოსული კაბუ კახეთის კარანტინში აღმოჩნდა
- +

18 აპრილი. 2020. 17:38

 

 

კაბუს მეტსახელით ცნობილი მსახიობი და რეპერი – კახა აბუაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში გუშინწინ ჩამოფრინდა. წესის თანახმად, ის აეროპორტიდან კახეთის საკარნტინე ზონაში გადაიყვანეს.

 

 

ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს” რეპერის დამ, მანჩო აბუაშვილმა დაუდასტურა.

 

 

მანჩო აბუაშვილი: – დიდი ხანია უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ ახლა მეგობრების დახმარებით ჩამოვიყვანეთ.

 

 

– გამოძიების დაასრულებამდე ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. დასრულდა გამოძიება?

 

 

– სასამართლო პროცესი აღარ ჰქონდა, დამთავრდა და წამოვიდა. რაღაც პერიოდი არ შეეძლო ქვეყნის დატოვება.

 

 

შეგახსენებთ, კახა აბუაშვილი საფრანგეთის პოლიციამ 2018 წლის აპრილში ჩატარებული სპეცოპერაციისას ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებთან ერთად დააკავა. რეპერი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და ამ დრომდე ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner