logo_geo
eng_logo
პირველი ლედი: არასოდეს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს
- +

17 ოქტომბერი. 2016. 12:37




„დღეს ჩემი დღე ყოფილა, გილოცავთ ყველას, ვისაც სოფლის ქალი შეიძლება ეწოდოს! ჯერჯერობით სრულყოფილი არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, გავამართლო და დავხვეწო ჩემი თავი სოფლის მეურნეობაში..." - ასე გამოეხმაურა პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 15 ოქტომბერს, რომელიც თურმე სოფლელი ქალების საერთაშორისო დღე ყოფილა.


პრეზიდენტი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დუშეთში კარგა ხანია გადავიდა. პირველმა ქალბატონმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ასე გაიხსენა საცხოვრებლად სოფლად გადასვლა და იქ „სიხარულის ბაღის" გაშენება.

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/fb818c6e8c30b1f3b557a6fd76dfba47.jpg

 

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/a101f3373769b31ece36b7635ded6a4b.jpg

 

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/e7092bd948288606fef5e16654621e7e.jpg

 

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/48bb4827071e347add7de0074b317153.jpg

 

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/76e76435c1ada2ecb7bb96049b998f93.jpg

 

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/07e9f784eb85772fa144236e9a0700c0.jpg

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/eb019da541779dd5d37055428ba0bb4a.jpg

 

 

 

 

Description: http://www.kvirispalitra.ge/pictures/image36/5ec4a80bfe759356f27df2e222d4bcaf.jpg

 

 

 

 

„მას შემდეგ, რაც დუშეთში გადავედით საცხოვრებლად, ბაღის მოვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ხვიარა ვარდით დაიწყო, რომელსაც მეც და გიორგიც თავს ვევლებოდით.


ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს...

 

- ყვავილების გარდა, ბაღში კიდევ რა გაქვთ?

- პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, მარწყვი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო - აი, რას ნახავთ ჩემს ბოსტანში. ასე რომ, ახლა შემიძლია, პატარა თემოს სუფთა პროდუქტებისგან მოვუმზადო ბოსტნეულის წვნიანი.

 

- ბატონ პრეზიდენტსაც უყვარს მცენარეების მოვლა?


- ეს ყველაფერი გიორგის დამსახურებაა, სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას. მას ხშირად ნახავთ ბარით ან ბალახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სახლიც, ფაქტობრივად, თვითონ გამართა, ინტერიერზე კი ერთად ვიზრუნეთ. თუ რამე შესაღებია, მე ვარჩევ ფერს და შემდეგ ვღებავ. ორივეს ძალიან მოგვწონს გარემო, რომელიც ერთად შევქმენით...


არავისთვის იქნება მოულოდნელი თუ ვიტყვით, რომ პირველი ლედის თავისუფალი სტილი, ჩაცმულობა და განსაკუთრებული ელეგენტურობა არასდროს რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა.


გადაცემა „სხვა შუადღის" ეთერში, ქვეყნის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მისი ჩაცმულობის სტილსა და ზოგადი ეტიკეტების წესებზე ისაუბრა:


„ჩემი ბუნებრივი ჩაცმულობა ყოველთვის იყო სპორტულისკენ მიმართული, ვიდრე ელეგანტური. ცოტა აკადემიური, ოფიციალური, ისეთი კლასიკური, როგორიც შეეფერება ქვეყნის პირველი პირის მეორე ნახევარს. ამავე დროს უნდა იყო ინდივიდუალური, არ მოექცე ჩაერჩოებში".


პირველი ელეგანტური სამოსი პირველი ლედის ამპლუაში


„არ მიწვალია სამოსის შერჩევაზე, მაგრამ ვიფიქრე. არ მიყვარს ბევრი ფიქრი. ცხოვრებაში არ მქონია ასეთი მდგომარეობა. არ ვანიჭებ მას დიდ ყურადღებას. ჩაცმის მიმართ ჩემი განწყობა ყოველთვის მსუბუქი იყო".


ფერების პროტოკოლი


„პროტოკოლი ფერებშიც არის. საღამოზე, წვეულებაზე, ყველგან თავისი ფერია, იქ შეგიძლია პატარა „იმაიმუნო". მაგრამ არის გარკვეული ჩარჩოები, რასაც უნდა გაუწიო ანგარიში და გაყვე იმ ხაზს.


თუ ხარ შემოქმედებითი პიროვნება, მაშინ გამოდის ძალიან საინტერესო. არასდროს მიყიდია კარგი ბრენდის ტანსაცმელი, ვინაიდან ძვირი ღირს, არ მქონდა ამის შესაძლებლობა. ყოველთვის შეიძლება ისეთი რაღაცის პოვნა, რომ შენ შექმნა ბრენდი".


მიშელ ობამა და მაკა ჩიჩუა


„მას ძალიან ძვირადღირებული სამოსი აცვია. თუმცა მას აქვს ამის შესაძლებლობა და უფლება, რადგან ის სახეა ისეთი ქვეყნის, სადაც ყველა დიზაინერი ცდილობს წარმოაჩინოს თავისი პროდუქცია. როცა მე ვუყურებ ჩემს ფოტოებს, არასდროს არ ჩანს ის ფაქტურა, ის სილამაზე, რა ეფექტიც მას რეალურად აქვს. ძალიან რთულია, ყოველთვის იყო სადა და ამავე დროს ეფექტური. სულაც არ არის საჭირო, ეფექტი მოახდინო დიდი დეკოლტეთი, ან გამოკვეთილი სილუეტით. შეიძლება ვინმეს ძალიან დიდი ცხვირი ჰქონდეს, მაგრამ მან მოახდინოს დიდი ეფექტი თავისი შინაგანი მუხტით. ტანსაცმელი კანივით უნდა მოირგო და მაშინ ხდება დასანახი და შესამჩნევი".


სახლში


„სოფელში ვცხოვრობ და იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში სხვა საჭიროებებია, ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერ წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია... - შესაბამისად მაცვია, როგორც ვცხოვრობ".

 


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner