logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში უცნობმა პირმა შვიდი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
- +

11 მაისი. 2018. 23:16

 

 

 

ავსტრალიის ქალაქ ოსმინგტონში უცნობმა პირმა შვიდი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. ორი ადამიანის ცხედარი მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მცირეწლოვნებისა და მათი დედის კი სახლში იპოვეს.

 

მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. სახლის ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

 

ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიასაც განიხილავს. ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, NBC News წერს, რომ მოკლულებს შორის ერთ-ერთმა შესაძლოა ოჯახის წევრები დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

 

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი ოსმინგტონში 2015 წელს დასახლდა.

 

პოლიციის კომისარმა კრის დოუსონმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ქალაქში ეს მასობრივი მკვლელობის პირველი შემთხვევაა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner