reportiori.ge - ასლან სმირბა: უგულავას და ადეიშვილს მიწაში ჩავყვები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 აპრილი, 2018. 06:09
საზოგადოება
ასლან სმირბა: უგულავას და ადეიშვილს მიწაში ჩავყვები!
18 სექტემბერი, 2014. 14:39



„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ბათუმის ყოფილმა მერმა ასლან სმირბამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს უკანონოდ გასხვისებული მისი პირადი ქონების საფასურის დასაბრუნებლად.

მისი განცხადებით, ოთარ დაბრუნდაშვილმა, რომელიც დღეს გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესს კურირებს, წლების წინ  უკანონოდ შეისყიდა მისი კუთვნილი რესტორანი და მიმდებარე ტერიტორია, ადეიშვილის და გიგი უგულავას დავალებით და დღემდე ამ ქონების საფასური არავის გადაუხდია. 

 

„როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა,  მისი კოლეგა ვიყავი. საქართველოს პარლამენტის წევრი გახლდით 1999 წლის 1 ოქტომბრიდან. 2004 წლის ჩათვლით მე და მიშა პარლამენტის სასადილოში ერთად  ვჭამდით და ვსვამდით. ჩამოვიდნენ 2004 წელს ბათუმში, მოხდა რევოლუცია. პირველი, ვინც თბილისში გამოიძახეს, მე ვიყავი. დამიბარმა პირადად ადეიშვილმა, რომელიც მაშინ შს მინისტრი იყო და ხოლო მისი მოადგილე გახლდათ გიგი უგულავა. დამიბარეს კაბინეტში და მითხრეს, ბატონო ასლან, თქვენ გაქვთ რესტორანი სანაპირო ზოლში, რომლის გაყიდვასაც აპირებთ და მკითხეს ფასი. მე ვუთხარი, რომ მყავდა კლიენტი, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საუბარი იყო მილიონ შვიდასი ათას დოლარზე. რაზეც განმიცხადეს, რომ თქვენ ასე ამ რესტორანს ვერ გაყიდითო, წაბრძანდით ბათუმში, ჩამოგაკითხავთ ჩვენი კაცი, რომელიც შეისყიდის ამ რესტორანს და თანხაზეც მოილაპრაკებთო.

 

მესამე თუ მეოთხე დღეს ბათუმში ჩამოვიდა ოთარ დაბრუნდაშვილი ორ ადვოკატთან ერთად. მითხრეს, რომ იყვნენ გამოგზავნილი ადეიშვილისგან და ჩემი რესტორანი უნდა შეესყიდათ. რასაკვირველი, დავინტერესდი თანხით. გადათვალეს, გადმოთვალეს და მითხრეს, რომ გადაიხდინენ  ცხრაას სამოცი ათას ლარს. ჩამომაყვანინეს მოსკოვიდან მეუღლე, რათა ხელი მოეწერა საბუთებზე ნოტარიუსთან (ჩემს მეუღლეზე იყო გაფორმებული აღნიშნული ქონება). გავიდა ერთი წელი, ორი წელი, დღემდე არ მაქვს აღებული ეს თანხა.

 

რევოლუციის პერიოდში პირადად დამირეკა ბადრი პატარკაციშვილმა, ნუღარ გაახმაურებ ამ საქმეს, მე გადავიხდი მაგის ღირებულებასო. მაგრამ შემდეგ რაც დაემართა ბატონ ბადრის, ყველამ კარგად ვიცით.

 შეტანილი მაქვს საჩივარი პროკურატურაში ჯერ კიდევ არჩილ კბილაშვილის დროს. ოთარ დაბრუნდაშვილს უნდოდა ჩემი სრული განადგურება. სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ ჩემი კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად. თუ აქ არ მოხერხდება ამ საკითხის განხილვა, საქმე წავა სტრასბურგში. კიდევ რომ ჩამსვან ციხეში, ოთარ დაბრუნდაშვილს მაინც არ გავახარებ ამ ცხოვრებაში და უგულავასაც და ადეიშვილსაც მიწაში ჩავყვები",- განაცხადა ასლან სმირბამ.   




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016