top_leaderboard
left_sabechdi

ევროკომისიის დოკუმენტი: ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს 

“ევროკავშირში გაწევრიანება სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებას მოითხოვს და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს”, – ამის შესახებ გაფართოებამდე რეფორმებისა და პოლიტიკაზე ევროკომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია.

ევროკომისიის პრესსამსახურის თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს წვლილი შეაქვს ევროკავშირის შიდა რეფორმებზე მიმდინარე დისკუსიაში, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის გაფართოებისთვის მოსამზადებლად. კერძოდ, დოკუმენტი ოთხ ძირითად სივრცეს გამოყოფს – ღირებულებები, პოლიტიკა, ბიუჯეტი და მმართველობა.

“გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესია. მაშინ, როდესაც გამოწვევები არსებობს, კარგად მომზადებული გაფართოების პროცესის სარგებელი რამდენიმე სფეროზე ვრცელდება: გეოპოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და დემოკრატიული. ევროკავშირმა კარგად მოამზადა წინა გაფართოებები, გაწევრიანებამდე ევროკავშირის პოლიტიკის მორგებით, მკაცრი გაწევრიანების პროცესის უზრუნველყოფით, გამიზნული მხარდაჭერით და სადაც საჭირო იყო – ცვლილებით. რათა სარგებელი მატერიალიზებულ იქნას, ევროკავშირიც და გაწევრიანების მსურველი ქვეყნებიც კარგად უნდა იყვნენ მომზადებული და გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებულად უნდა დარჩეს. ეს მოითხოვს სრულ და მყარ პოლიტიკურ ერთგულებასა და ჩართულობას, პირველ რიგში, გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისგან, მაგრამ ასევე ევროკავშირისგანაც”, – წერია დოკუმენტში.

 

ასევე იხილეთ