top_leaderboard

წალენჯიხაში სატვირთო კედელს შეეჯახა – დაიღუპა მძღოლი

წალენჯიხაში, ცენტრალური სტადიონის ბეტონის კედელს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც იგი კედელს შეეჯახა. სატვირთოს  მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

სავარაუდოდ, პირველადი ვერსიით, ავტოსაგზაო შემთხვევა გაუმართავმა მუხრუჭმა გამოიწვია.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე იხილეთ