top_leaderboard
left_sabechdi

ილია თოფურია: მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც დრო დამითმო და ჩემს სანახავად მოვიდა

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ, მადლობა გადაუხადა.  მისი თქმით, სამშობლოში დაბრუნება სასიამოვნო გრძნობასთან არის დაკავშირებული.

„ბევრ დიდ გრძნობასთან არის დაკავშირებული სამშობლოში დაბრუნება. ის გრძნობები, რაც მე მათში დავინახე, აღუწერელი იყო. ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც დამითმო დრო და მოვიდა ჩემს სანახავად“, – განაცხადა თოფურიამ“იმედის კვირასთან”.

 

ასევე იხილეთ